ტურიზმი
17/06/2022
საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან მაისში $258 მლნ მიიღო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის მაისის თვის შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
მაისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 258,5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 95.6% აღდგენაა. 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 184,7 მლნ (+250.4%) დოლარით.
იანვარი-მაისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 840,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 75.3% აღდგენაა. 2021 წლის იანვრ-მაისთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 663,6 მლნ (+374.5%) დოლარით გაიზარდა.