ტურიზმი
15/02/2022
საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან იანვარში $114 მლნ-ის შემოსავალი მიიღო
ტურიზმის სექტორი აღდგენის დინამიკას აჩვენებს.
საქართველომ 2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან $114 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო, მაჩვენებელი თითქმის $104 მლნ-ით (1007%) არის გაზრდილი 2021 წლის იანვართან შედარებით.
2019 წლის მაჩვენებლთან შედარებით კი შემოსავლები 69.3%-ით აღდგა.
ამავე პერიოდში ქვეყანას 199 393 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 38%-იანი აღდგენაა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +471%-ია.
2022 წლის იანვარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 163,615 შეადგინა. აღდგენა 2019 წლის მონაცემთან შედარებით 53%-ია, 2021 წელთან შედარებით ზრდა +456%-ს შეადგენს.