ტურიზმი
11/02/2023

საქართველომ ლატვიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლატვიაში, რიგაში Blttour 2023 ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოფენაზე  საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 11 კომპანია იყო წარდგენილი.

Blttour 2023-ზე საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. სამომავლო თანამშრომლობის  დაგეგმვის მიზნით შეხვედრები გაიმართა ბალტიისპირეთისა და ჩრდილოთ ევროპის ტურისტული, ავიაკომპანიების, ასოციაციების, სამოგზაურო პლატფორმებისა და მედია კომპანიების წარმომადგენლებთან.  შეხვედრების ფარგლებში  ავიარეისების, ერთობლივი ტურისტული მიმართულებების,    ტურიზმის აღდგენის დინამიკის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

რიგის ტურისტულ გამოფენას 33 ქვეყნის 300-მდე კომპანია და ორგანიზაცია დაესწრო. Blttour 2023-ს 23 ათასამდე  ვიზიტორი ჰყავდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023