ტურიზმი
23/09/2021
საქართველომ 8 თვეში ტურიზმიდან მხოლოდ $704 მლნ-ის შემოსავალი მიიღო
ივლისის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცმებით, ზაფხულის ბოლო თვეში ვიზიტორებმა საქართველოში 198.8 მლნ დოლარი დახარჯეს.
იმის გამო რომ გასული წლის ამავე პერიოდში ქვეყანა ტურისტებს არ იღებდა ზრდა 1244%-ია. 8 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 704 მლნ დოლარია. ეს მაჩვენებელი 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მხოლოდ 22%-ია.
საინვესტიციო ბანკები წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენას 36-40%-ის ნიშნულამდე ელიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ პანდემიურ 2020 წელს, ტურიზმიდან მხოლოდ 526.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2019 წელს კი ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის კონტრიბუცია 3.269 მლრდ დოლარით განისაზღვრა.