საქართველო WEF-ის მსოფლიო ტურიზმის რეიტინგში 44-ე ადგილზეა
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) ანგარიში სახელწოდებით „მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი 2021“ (Travel & Tourism Development Index 2021 ) გამოაქვეყნა.
რეიტინგში სხვადასხვა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ტემპებია შეფასებული.
საქართველო რეიტინგში მსოფლიო საუკეთესო 50-ეულში პირველად მოხვდა.
ანგარიშში წარმოდგენილია 117 ქვეყნის რეიტინგი, სადაც საქართველო 44-ე ადგილს იკავებს. 2019 წლის რეიტინგში Travel & Tourism Competitiveness index საქართველოს 68-ე ადგილი ეკავა.
აღნიშნული შედეგით საქართველო საუკეთესოა თავის სამეზობლოში, უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს.
საქართველო აგრეთვე უსწრებს მთელ რიგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის ხორვატიას.
საქართველო მოწინავეა ისრაელის, ბრაზილიის, ეგვიპტისა და სხვა გლობალური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრებთან შედარებით.
მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსს 2 წელიწადში ერთხელ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ატარებს.
2019 წელს კვლევაში მონაწილეობდა 140 ქვეყანა
2021 წელს კვლევაში მონაწილეობდა 117 ქვეყანა