საქართველო National Geographic Travel magazine-ის ტურისტულ გზამკვლევში
საქართველო National Geographic Travel magazine-ში - გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა მსოფლიოს ასი საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალურ გზამკვლევს ამზადებს.
გზამკვლევში საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ადგილები მოხვდება. საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტმა თბილისი უკვე დაათვალიერა და ტურისტული ადგილებიც გადაიღო. National Geographic Travel magazine-ის ჟურნალისტი ტურის ფარგლებში უფლისციხეს, ყაზბეგს და კახეთს ეწვევა.
"თბილისი არის ევროპული ქალაქი, სხვადასხვა პერიოდის ძალიან ლამაზი არქიტექტურით, მათ შორის თანამედროვე სტილის. ძალიან მომეწონა ქართული კერძები, განსაკუთრებით ხინკალი. თბილისის შემდეგ პირველი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომელიც დავათვალიერე უფლისციხეა. ეს ადგილი უფრო პატარა მეგონა, თუმცა აღმოვაჩინე რომ ეს გამოქვაბულების ქალაქი, სადაც როგორც საცხოვრებელი, ასევე სალოცავები იყო მოწყობილი. ყველას გავუწევ რეკომენდაციას ჩამოვიდნენ საქართველოში და ეწვიონ ამ ადგილებს", - ამბობს National Geographic-ის ჟურნალისტი ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი.