ტურიზმი
02/03/2023

"საქართველო ბუნებით მასპინძელი ქვეყანაა, ITB Berlin-ის გამოფენაზეც ეს ექსკლუზივი ჩვენია"

გერმანიაში ITB 2023-ის ტურისტულ გამოფენას საქართველო გრანდიოზული გალაკონცერტით გახსნის.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენაზე ათასობით სტუმარი ქართულ ფოლკლორს, ელექტრონულ მუსიკალურ კომპოზიციებს, ეთნო ჯაზს, ოპერასა და ეროვნულ ბალეტს, ტრადიციულ და თანამედროვე ელემენტებისგან შემდგარ ცეკვებს და სიმღერებს გაეცნობა. ბერლინში მაყურებლის წინაშე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ვარსკვლავები წარდგებიან. თუ რა მუსიკალური პროგრამით წარდგება გამოფენაზე საქართველო საუბრობს კომპოზიტორი დათო ევგენიძე.

„უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უმსხვილესი კომპანიები. საქართველო თავის ბუნებითაც მასპინძელი ქვეყანაა, მაგრამ აქ ექსკლუზიურად- პლუს მართლა მასპინძელ ქვეყნად ვართ დასახელებული, სადაც ჩვენი საოცარი კულტურა, ქართული ხალხური კულტურა და ჩვენი კლასიკოსები იქნებიან წარდგენილი. სპეციალურად შევარჩიეთ ცნობილი ტანო -ტატანო, ლექსი ცნობილი ყველასთვის იმ ქართული პოეზიის ნაწილი, რასაც ქართული ენის დღესასწაული ჰქვია,თან რითმითაც თოთხმეტ-მერვედზეა, რაც ქართული ცეკვების რითმებსაც აერთიანებს. ამ ეთნო ჯაზს შევთავაზებთ მსოფლიო მსმენელს და მაყურებელს“,-აცხადებს დათო ევგენიძე.

ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას  181ქვეყნიდან 160 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 5 ათასამდე წარმომადგენელი აშუქებდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023