ტურიზმი
03/06/2021

საერთაშორისო პლატფორმა Culture Trip-ზე საქართველოს მარკეტინგული კამპანია დაიწყო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად ახალი მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში პოპულარულმა ტურისტულმა პორტალმა Culture Trip საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პირველი ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით - “საინტერესო ფაქტები საქართველოს შესახებ.“

კამპანიის მიზანი საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციაა სხვადასხვა მიმართულებით. სათავგადასავლო, აგრო და ეკო ტურიზმი, ღვინო და გასტრონომია - ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეტი ვიზიტორის მოზიდვას.

ტურისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით, აქტიური კამპანია იგეგმება მიზნობრივ ქვეყნებში, კერძოდ: გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ისრაელი, საუდის არაბეთსა და დუბაის გაერთიანებულ საემიროებში. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბურ პლატფორმა Cultur Trip-ზე სამიზნე აუდიტორიისთვის სხვადასხვა ინფორმაციული აქტივობების განხორციელებაც.

„ბევრისთვის საქართველო ჯერ კიდევ აღმოუჩენელი და მისტიური ქვეყანაა, მაგრამ თუ ამ ქვეყანას ეწვევით თქვენ დაგამახსოვრდებათ საქართველოს სითბო, სილამაზე და სტუმართმასპინძლობა.

ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარე საქართველო შეიძლება პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას შეუძლია ბევრი რამ შემოგთავაზოთ, ეს არის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, თოვლით დაფარული მთები, მრავალფეროვანი ბუნება და გემრიელი ღვინო.“-წერს Culture Trip-ის სტატიის ავტორი და დეტალურად აღწერს საქართველოს სახელის წარმოშობას, ქართული ღვინის 8 ათასწლოვან ისტორიას, უძველეს არქეოლოგიურ აღმოჩენებს და ა.შ.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველო მთელ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანი ეკოსისტემით გამორჩეული ქვეყანაა, რომელიც გამოირჩევა მდიდარი ტყეებით, ფაუნითა და ფლორით.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ქართული კულტურის, ენის, დამწერლობის შესახებ.

Culture Trip-ს მთელ მსოფლიოში 8 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ყოველთვიურად გამოცემის სტატიებს რამდენიმე მილიონი ინტერნეტ მომხარებული ეცნობა.

 

https://theculturetrip.com/europe/georgia/articles/13-interesting-facts-about-georgia/?fbclid=IwAR2My7583gZlSHftfqEHm2UUF2ZFE2YjUlGJsubBIIGTcSXx79hjNcadqb8