ტურიზმი
28/12/2021

საახალწლოდ შიდა ფრენებს რეისები ემატება

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების და მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების მომსახურების მიზნით, 30 დეკემბერს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ამბროლაურის და ბათუმის მიმართულებით დამატებით სიხშირეებს ნიშნავს.

არსებულ რეგულარულ რეისებს 30 დეკემბერს თითოეულ მიმართულებაზე თითო რეისი დაემატება და ფრენები შემდეგი განრიგით განხორციელდება.

ნატახტარი - მესტია: 11:30

მესტია - ნატახტარი: 13:00

ნატახტარი - ამბროლაური: 09:00

ამბროლაური - ნატახტარი: 10:15

თბილისი - ბათუმი: 10:00

ბათუმი - თბილისი: 12:00

შეგახსენებთ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარია, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0 დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე