რომელმა სასტუმრობემა მიიღეს ჯილდოები პანდემიის პერიოდში გაწეული წვლილისთვის
სასტუმროებმა, პანდემიის პერიოდში გაწეული წვლილისთვის ჯილდოები მიიღეს.
საკარანტინე და კოვიდ-სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, სასტუმრო „სტამბაში" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და ნომინაციებში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრებმა აღნიშნეს სასტუმროების იმ მხარდაჭერას და თანადგომაზე, რომელიც სასტუმროების სექტორმა კოვიდ-პანდემიის პერიოდში აღმოუჩინა საზოგადოებას.
კოვიდ-პანდემიის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 250-ზე მეტმა სასტუმრომ უკვე მიიღო მონაწილეობა კოვიდ-კარანტინების და კოვიდ-სასტუმროების პროგრამაში, მათ დახმარება გაუწიეს ჯანდაცვის სექტორს როგორც კოვიდით მსუბუქად დაავადებული ადამიანების მკურნალობაში, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკარანტინო სივრცეების გამართვაში.
სასტუმროების ნაწილი დაჯილდოვდა შემდეგ ნომინაციებში: პროექტში უსასყიდლოდ ჩართული სასტუმროები (Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace; Moxy Tbilisi Cameron - McNeillie; Ibis Styles Tbilisi Center; Ambassadori Kachreti; Intourist Palace); პროექტში ჩართული ცხელების და კლინიკური სასტუმროები (Ramada Encore Tbilisi; Holiday Inn; Holiday Inn Telavi; Savaneti Hotel; Kavkasia Hotel; Fortune Palace; Business Center Hotel Rustavi; L Plaza; Baadraan International (patrioti); Iveria Inn; Shine Palace; Cron Palace); პროექტში ჩართული პირველი სასტუმროები (Legend Tskaltubo Spa Resort; GTM Plaza).
ნომინაციაში გამარჯვებული სასტუმროები დააჯილდოვეს.