ტურიზმი
04/03/2021

როგორია ავიაკომპანიების აქტივობა ფერენების აღდგენის შემდეგ - მინისტრმა შედეგები წარადგინა

ეკონომიკის მინისტრმა მოსახლეობას 1-ლი თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე მოხსნილი შეზღუდვების შედეგები გააცნო.

"1-ლი თებერვლიდან გავაუქმეთ ე.წ ნოტამი. მოვხსენით ყველა შეზღუდვა რეგურალურ ფრენებზე. თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა კვირაში 2 სიხშირით, ასევე "ფლაი დუბაიმ", კვირაში 4 სიხშირით, "ეარ არაბიამ". მარტის შუა რიცხვებში დაემატება "ბუტა ეარვეისი", ეს არის ბაქო-თბილისი-ბაქო, კვირაში 3 სიხშირით. ასევე დაემატება "ეარ ასტანა" და "ფლაი არისტანი" - ეს ყაზახეთის ლოუკოსტერია.

ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ფრენების სიხშირეც გაზარდა. მაგალითად, პეგასუსმა, ყატარმა",- განაცხადა თურნავამ.