ტურიზმი
25/09/2020
როგორ შეიცვალა სასტუმროების დატვირთულობა კვირის განმავლობაში
თიბისი კაპიტალის კვლევით, გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა სექტემბერში გაზრდილია კახეთში (+4% პ.პ.), თბილისში (+1პ.პ.), სხვა რეგიონებსა (+1 პ.პ.) და ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის არ შეცვლილა.
უქმეებზე გასულ კვირასთან შედარებით დიდ სასტუმროებში დატვირთულობა შემცირდა (-40%) ზღვისპირეთის სასტუმროებში, კახეთისა (71%) და სხვა რეგიონების სასტუმროებში გაიზარდა (+40%).
ჯავშნების მიხედვით, სექტემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები ზღვისპირეთის სასტუმროებში იყო, რასაც კახეთი და თბილისი მოყვება. სხვა რეგიონების სასტუმროები შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს