ტურიზმი
10/07/2020

რეგიონებში სასტუმროების დატვირთულობა იზრდება

ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე რეგიონის და ბათუმის სასტუმროებში ივლისის დატვირთულობა გაზრდილია.

თიბისი კაპიტალის კვლევით, ივლისის მიმდინარე ჯავშნების მიხედვით თბილისში დატვირთულობა 4%-ია, ბათუმში 9% და რეგიონებში 14%.

გასულ კვირასთან შედარებით დატვირთულობა გაზრდილია ბათუმის (+4 პპ) და რეგიონის (+3 პპ) სასტუმროებისათვის, შედარებით სტაბილურია თბილისში (-1 პპ).

3-4 ივლისის უქმეებზე რეგიონის ზოგიერთ სასტუმროში დატვირთულობა 65%-დან 85%-მდე მერყეობდა

რეგიონის სასტუმროების საშუალო დღიური ფასი ივლისში 50%-მდეა შემცირებული. ბათუმში შედარებით მცირეა ფასდაკლებები.

Businesspartner