ტურიზმი
05/11/2020

“რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“ World Travel Awards-ის გამარჯვებულია

World Travel Awards კონკურსში “რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულმა“ GEORGIA'S LEADING HOTEL 2020 ტიტული მოიპოვა.

World Travel Awards მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია და მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმისა და  სტუმარმასპინძლობის სფეროში ლიდერ კომპანიებს 27 წელია აჯილდოებს.

წინანდლის სასტუმრო პირველია “რადისონ ქოლექშენის” სასტუმროებს შორის, რომელიც თავიდანვე ამ ბრენდის სახელით აშენდა. სასტუმრო ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 142 ნომერს, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზებს, ბიბლიოთეკას, ღია და დახურულ რესტორნებს, სპა-ცენტრს, აუზსა და ფიტნეს-კლუბს აერთიანებს.

 

 

Businesspartner