რა რეგულაციებით იხსნება ზამთრის კურორტებზე საბაგიროები
ზამთრის კურორტებზე საბაგიროები დღეიდან ირთვება.
მიუხედავად გახსნის გადაწყვეტილებისა, მთავრობა აცხადებს, რომ მკაცრად გაკონტროლდება ყველა დაწესებული რეგულაცია. დასაქმებულ პირებს პისიარ ტესტის ჩატარება და ორ ნაკადად მუშაობა მოუწევთ.
ამასთან, წესების თანახმად, გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვება იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება ღია საბაგიროებს, ექვსკაციან სკამებზე სამი, ხოლო 4 კაციანზე 2 პირი დაიშვება. გუდაურის საბაგიროებით სარგებლობის ფასი 10 ლარით განისაზღვრა, რაც შეეხება ერთდღიან აბონემენტებს, მისი ფასი 40 ლარია.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით კოვიდის ფონზე ზამთრის კურორტების მუშაობა შეზღუდული იყო. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება 2020 წლის 28 ნოემბრიდან შეწყდა. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ კი სამთო კურორტები 25 თებერვლიდან გაიხსნა.