ტურიზმი
26/01/2021

რა რეგულაციები შეეხებათ ფრენების აღდგენის შემდეგ ვიზიტორებს

1-ელი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოში შემოსულ ვიზიტორს, რომელსაც სრული ვაქცინაცია ექნება გაკეთებული, არანაირი რეგულაცია არ შეეხება.

„თუ ორჯერადად, ანუ სრულად აცრილი ადამიანები შემოვლენ, მათთვის არაფერი არ იქნება საჭირო. დანარჩენებისთვის აუცილებელი იქნება ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტი. ახლა მსჯელობა მიდის, აქ შემდგომი გამეორება იქნება თუ არა საჭირო“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

Businesspartner