რა ღირს სასტუმროების მომსახურება საქართველოში
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ივლისში, 2023 წლის ივნისთან შედარებით, 0.6%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 10.2%-ით შემცირდა.
ფასები ორივე შემთხვევაში შემცირებულია საოჯახო ტიპის სასტუმროებში, შესაბამისად, 8.7%-ით და 10.4%-ით.
PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 174 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 267 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების 132 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივლისში 498 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 894 ლარი შეადგინა, აჭარაში - 550 ლარი, თბილისში - 505 ლარი, ხოლო კახეთში - 466 ლარი.
2023 წლის ივლისში თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი გურიაში (16.3%) იყო, ყველაზე ნაკლები კი მცხეთა-მთიანეთში (-11.9%), წლიური ინდექსი კი ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლში (19.8%), ყველაზე დაბალი კი თბილისში (-16.5%).