ტურიზმი
11/12/2020

ყველაზე მაღალი დატვირთულობა კვლავ კახეთის სასტუმროებშია - თიბისი კაპიტალი

სასტუმროების დატვირთულობით ისევ კახეთი ლიდერობს.თიბისი კაპიტალის მონაცემებით, დეკემბრის სამომავლო დატვირთულობამ 1% შეადგინა.

ზღვისპირა სასტუმროებში, 3% თბილისში და 6% სხვა რეგიონებში, ხოლო კახეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 7% დააფიქსირდა.

კვევის მიხედვით,  გასულ კვირასთან შედარებით, უქმეების დატვირთულობა შემცირდა ყველა რეგიონში, გარდა კახეთისა.

არსებული ჯავშნების მიხედვით, ნოემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროებმა მომხმარებლებს  შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზა.