ტურიზმი
26/06/2023

ყაზბეგში ახლადგახსნილმა სასტუმრომ Step Inn დამსვენებლების მიღება დაიწყო

ყაზბეგში ახლადგახსნილმა სასტუმრომ Step Inn დამსვენებლების მიღება დაიწყო.

როგორც სასტუმროს დამფუძნებელი ანი ალიბეგაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, ვიზიტორების მხრიდან საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება.

„სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა სასტუმრო ოფიციალურად და უკვე დავიწყეთ სტუმრების მიღება. მზად ვართ აქტიური სეზონისთვის. მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა დამსვენებლების მხრიდან და მოლოდინები დადებითია.“-აღნიშნა ანი ალიბეგაშვილმა.

მისივე ინფორმაციით 19 ნომრიან სასტუმროში ფუნქციონირებს როგორც საუნა, ისე სპა-ცენტრი აუზით, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი.

„ჩვენი ბრენდ შეფი ქეთი ბაქარაძეა და შესაბამისად, რესტორანი მისი საავტორო კერძებით არის წარმოდგენილი. საკონფერენციო დარბაზში 30-35 ადამიანის განთავსება შეგვიძლია. სასტუმრო Step Inn-ის პროექტზე ქართველმა არქიტექტორებმა იმშავეს. ძალიან ბევრია ნაფიქრი იმ ხედვაზე, რომ სასტუმრო ავთენტური ყოფილიყო იმ გარემოსთან, რაც ყაზბეგშია. შენობა ნაშენებია ჭაჭის ქვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასადი სრულად მოპირკეთებულია ისეთი ქვებით, რომლებსაც შატილსა და მუცოში ძველი შენობის აგებისას იყენებდნენ.“- აღნიშნა ანი ალიბეგაშვილმა.

მისივე განმარტებით, პროექტში 2 მლნ ევროს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმროში კი ამ ეტაპზე 20 ადამიანია დასაქმებული.

„სრული დატვირთვის შემთხვევაში, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა 40-დან 45-მდეა მოსალოდნელი“ - აღნიშნა Step Inn-ის დამფუძნებელმა.