ტურიზმი
12/12/2022

პრემიერი: ველით, რომ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში $400-500 მლნ-ის ინვესტიცია ჩაიდება

მთავრობა თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში დამატებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტირებას ელის.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე ინფრასტრუქტურა იყოს გამართული.

„გვინდა თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა კარგოტერმინალებითა და ბიზნესავიაციით, ახალი ტერმინალით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაყწბეულია და სიახლეებს საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს.

პრემიერის თქმით, გარკვეული ხედვები არის ქუთაისის აეროპორტთან მიმართებაშიც, მათ შორის კარგო-მიმართულების განვითარებაზე და მთლიანობაში ავიამიმართულებით ქვეყანაში მნიშნელოვანი ინვესტიციები განხორციელდება.

Businesspartner