ტურიზმი
07/06/2023

"პირველად საქართველოს ისტორიაში, გუდაური და ბაკურიანი მსოფლიო თასების მასპინძელი ქვეყანა იქნება"

"პირველად საქართველოს ისტორიაში და ჩვენს რეგიონში, საქართველო (გუდაური და ბაკურიანი) მსოფლიო თასების მასპინძელი ქვეყანა იქნება,"-ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 
 
"საქართველო საპატიო ადგილს დაიკავებს მსოფლიო სათხიმალურო ფედერაციის წლის კალენდარში, ისეთი ქვეყნების გვერდით როგორიცაა - აშშ, შვეიცარია, საფრანგეთი, ნორვეგია, კანადა და ა.შ ბაკურიანისა და გუდაურის მთის ინფრასტრუქტურის მზადყოფნა, ჩვენი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი - გახდა საქართველოს შერჩევისა და გამარჯვების საფუძველი,"-აღნიშნულია ქვრივიშვილის განცხადებაში. 
 
Businesspartner