Pegasus Airlines-ი თბილისიდან სტამბოლისკენ 3 ჩარტერულ რეისს შეასრულებს
თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე დეკემბერში 3 ჩარტერულ რეისს განახორციელებს.
დამტკიცებული განრიგის მიხედვით, სტამბოლი-თბილისის მიმართულებაზე Pegasus Airlines-ი ფრენას 2, 5, 9 დეკემბერს შეასრულებს, თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე - 3, 6, 10 დეკემბერს.
Pegasus Airlines-ი სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული, შესაბამისად თბილისის მიმართულებით ფრენებსაც საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებს.
Pegasus Airlines-ის მგზავრებს საშუალება აქვთ შეიძინონ ბილეთები თბილისიდან როგორც სტამბოლის, ასევე სტამბულის გავლით მსოფლიოს 111 ქალაქის მიმართულებით.
თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს როგორც თურქეთის ასევე ევროპის კონკრეტულ ქვეყანასთან, სადაც სურთ გამგზავრება.