ტურიზმი
23/02/2022

Pegasus Airlines-ი თბილისი-იზმირის მიმართულებით ფრენებს იწყებს

თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი ფრენების განხორციელებას ახალი მიმართულებით იწყებს.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული რეისები იზმირი - თბილისი - იზმირის საჰაერო ხაზზე შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები იზმირსა და თბილისს შორის 4 მაისიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით ოპერირების ნებართვა 22 თებერვალს მიანიჭა.

Businesspartner