Pegasus Airlines-ი ბათუმის მიმართულებით ფრენებს 7 მაისიდან იწყებს
თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი ბათუმის მიმართულებით რეისების განხორციელებას იწყებს.
Avia News-ის ცნობით, ავიაკომპანიას სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები ჯერ კიდევ 2020 წლის 20 მარტიდან უნდა დაეწყო, თუმცა COVID-19-ის და 21 მარტიდან დაწესებული შეზღუდვების ფონზე ბიზნესგეგმა ვეღარ განახორციელა.
ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ Pegasus Airlines-ი სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 7 მაისიდან შეუდგება და ფრენებს კვირაში 2 სიხშირით: ორშაბათი, პარასკევი – განახორციელებს.
Pegasus Airlines-ი ბაზრებული სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტში (SAW) და შესაბამისად ბათუმის მიმართულებით რეისების სწორედ SAW-დან შეასრულებს.
მგზავრებს საშუალება აქვთ შეიძინონ Pegasus Airlines-ის ბილეთები ბათუმიდან როგორც სტამბოლის, ასევე სტამბულის გავლით მსოფლიოს 111 ქალაქის მიმართულებით და პირიქით.
აღსანიშნავია, რომ Pegasus Airlines-ს ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები დღემდე არ შეუსრულებია. ავიაკომპანია ამ დროისათვის სტამბოლიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით ასრულებს რეისებს. 2018 წელს Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან ქუთაისის მიმართულებითაც ასრულებდა რეისებს, თუმცა დაბალი მოთხოვნის გამო, რეისები გააუქმა.
ამ დროისათვის სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს მხოლოდ Turkish Airlines-ი ასრულებს.