პატარა სასტუმროების უმეტესობას სექტემბერში ჯავშნები არ აქვს
გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა სექტემბერში გაზრდილია რეგიონებში (+2 პ.პ.), თუმცა შემცირებულია კახეთში (-2 პ.პ.), არ შეცვლილა მაჩვენებელი ზღვისპირეთის და თბილისის სასტუმროებისთვის.
თიბისი კაპიტალის გამოკითხული პატარა სასტუმროების უმეტესობას სექტემბერში ჯავშნები არ აქვს.
უქმეებიზე გასულ კვირასთან შედარებით დიდ სასტუმროებში დატვირთულობა
შემცირდა კახეთის, ზღვისპირეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებში და შესაბამისად შეადგინა 63%, 41% და 35%.
არსებული ჯავშნების მიხედვით, სექტემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები
ზღვისპირეთისა და თბილისის დიდ სასტუმროებშია.
თიბისი კაპიტალის კვლევაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ტურიზმი მაღალი
სეზონურიბით ხასიათდება და ყველაზე აქტიური მესამე კვარტალშია, სასტუმროების დატვირთულობები უფრო დაბალია ვიდრე წინა თვეებში