ტურიზმი
21/08/2020

პანდემიის შემდეგ, YanAir Airlines-ი თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე პირველ ჩარტერულ რეისს განახორციელებს

COVID-19-ის პრევენციისთვის რეგულარული ფრენების შეზღუდვის შემდეგ (21 მარტი) უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე პირველ რეისს განახორციელებს.

ჩარტერული რეისი 3 სექტემბერს შესრულდება და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-კიევის (ბორისპოლის აეროპორტი) რეისზე მოემსახურება. 

საქართველოში YanAir Airlines-ის ოფიციალურ წარმომადგენელ, კომპანია “ავიაქსელში” განმარტავენ, რომ 3 სექტემბრის ჩარტერულ რეისზე ბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია. მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ასევე ტრანზიტით შემდეგ მიმართულებებზე:

კიევი-დუბაი

კიევი-ვარშავა

კიევი-მინსკი.