ტურიზმი
12/01/2023

"ნოვა კრედიტი" კლიენტის ჯარიმებით შემოსავალს იორმაგებს

სებ-მა "ნოვა კრედიტი" 32 000 ლარით დააჯარიმა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის გაუმართაობის გამო, რაც  მონაცემთა აღირცხვა-დამუშავებისთვის მოეთხოვება. ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ აქვს სათანადო ელექტრონული სისტემა, საეჭვო და უჩვეულო გარიგებების გამოსავლენი.

აღნიშნულ მოთხოვნებს საფინანსო ბაზრის მონაწილეებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის" კანონი უყენებს.

"ნოვა კრედიტში" დარღვეულია AML/CFT ანგარიშგების (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებები) წესებიც. მისოს ზედამხედველისთვის არასწორი ინფორმაცია 7-ჯერ აქვს მიწოდებული და ამ ნაწილში 1 000X7=₾7 000 -ით არის სანქცირებული.

მისო  (აქციონერი (100%) ნადეჟდა რუდენკო) 2010 წლიდანაა ბაზარზე და 3 მლნ-ის პორტფელით არის წარმოდგენილი, ძირითადად ავტოსალომბარდე და იპოთეკური სესხებით.ნოვა კრედიტს დაკრედიტებიდან 588 000 ლარის საპროცენტო შემოსავალი აქვს და 583 000 ლარის ჯარიმა-საკომისიოებიდან.

 

             ₾

აქტივები

7,436,265

სესხები

3,164,899

შემოსავალი (სა%ო)

1 174 177

მ.შ საცალო სესხებიდან

   439 000

მ.შ ჯარიმა-საურავიდან

   525 000

საკოსიოებიდან (არა%ო)

     58 400

პერსონალის ხარჯი

  234 241

წმინდა მოგება

  347 153

(პერიოდი: Q3/2022) 

Businesspartner