ტურიზმი
04/12/2020
ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი კახეთის დიდ სასტუმროებს ჰყავდა
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით,ნოემბრის რეალური დატვირთულობამ კახეთსა და სხვა რეგიონებში დაახლოებით 9% შეადგინა, რასაც თბილისი მოყვება 8%-ით. ზღვისპირა სასტუმროები ნოემბერში 2%-ით იყო
დატვირთული.
დეკემბრის სამომავლო დატვირთულობა კახეთის სასტუმროებში 2%-ს შეადგენს, თბილისში 3%-ს, სხვა რეგიონებში 4%-ს, ხოლო ზღვისპირა სასტუმროები მიმდინარე ჯავშნებით დატვირთული არ არის.
გასულ კვირასთან შედარებით, დიდ სასტუმროებში უქმეების დატვირთულობა გაიზარდა ზღვისპირეთში, თბილისში და სხვა რეგიონებში, ხოლო კახეთში კლება დაფიქსირდა.
არსებული ჯავშნების მიხედვით, ნოემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროებმა შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზა მომხმარებლებს.