ტურიზმი
22/09/2020

ნინო კობახიძე: შეგვიძლია ნელ-ნელა ტურიზმის გახსნაზე ვიმუშაოთ

შეგვილძლია გავრისკოთ და ნელ-ნელა ტურიზმის გახსნაზე ვიმუშაოთ, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა.

ნინო კობახიძე ამბობს, რომ ამის თქმის საფუძველს ქვეყანაში არსებული ვითარება იძლევა. მისი თქმით, ბოლო დროის მონაცემებით კორონავირუსი ძალას კარგავს  და პაციენტებს დაავადება უფრო მარტივად გადააქვთ.

„რაღაცა კონტურები მიდის იმისკენ, რომ რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი პირველივე დღიდან ამბობდა უნდა დავიწყოთ ამ ვირუსთან თანაარსებობა,“ - აცხადებს ნინო კობახიძე .

 

 

 

Businesspartner