ტურიზმი
06/09/2022

ნინა კეკელიძე: სეზონზე უფრო მეტად საკურორტო ზონები დაიტვირთა 

საქართველომ 2022 წლის 7 თვეში ტურიზმიდან მილიარდ 600 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, 2019 წელთან მიმართებაში შემოსავლები 87 პროცენტზე მეტად აღდგა. 

როგორც ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი ნინა კეკელიძე აცხადებს,  საერთაშორისო ტურისტების ქვეყანაში ყოფნის თვალსაზრისით ხანგრძლივობა გაიზარდა, რაც მეტ შემოსავალთან ასოცირდება. 

მისივე თქმით, ტურისტები უმეტეს წილად დაინტერესებულები იყვნენ საკურორტო ზონებით. 

"პანდემიამდე პერიოდში უფრო მეტად წამოწეული იყო კულტურული ფონი - საქართველოს ისტორია, ტრადიციები, ბუნებრივი ლანდშაფტები. თუმცა, პანდემიის შემდეგ აქცენტი გაკეთდა გამაჯანსაღებელ, ეკო, აგრომიმართულებებზე. უფრო მეტად დაიტვირთა საკურორტო ზონები, სადაც ვიზიტორს შეუძლია დაისვენოს და მიიღოს სხვადასხვა გამაჯანსაღებელი, თუ სამედიცინო პროცედურები", - განაცხადა ნინა კეკელიძემ "ბიზნესპარტნიორის" ეთერში. 

როგორც მან აღნიშნა, დაინტერესება იყო შემდეგი გამაჯანსაღებელი ობიექტებით - ბორჯომი, წყალტუბო, საირმე.