ტურიზმი
31/05/2021

ნათია თურნავა: ტურისტი ეძებს უსაფრთხო ქვეყნებს და ჩვენ ამით გამორჩეული ვართ რეგიონში

სახმელეთო საზღვრებით მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა ხვალიდან მოიხსნება.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საზღვრების გახსნა კონკრეტული უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდება - ეს არის სრული ვაქცინაციის ცნობა ან ნეგატიური პისიარ ტესტი.

„ვფიქრობ, ეს არ შეაფერხებს ჩვენს საერთაშორისო ვიზიტორებს, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან შემომსვლელ სტუმრებს, ვინც ტრადიციულად სახმელეთო საზღვრიდან შემოდიოდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სასიხარულია, რომ ბოლო დღეებში განთავსების ობიექტების დატვირთვიანობა გაიზარდა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გაიცნო მსოფლიომ როგორც სტუმართმოყვარე და ახლა უკვე როგორც უსაფრთხო ქვეყანა. დღეს საერთაშორისო ტურისტი ეძებს უსაფრთხო ქვეყნებს და ჩვენ ამით გამორჩეული ვართ რეგიონში. შესაბამისად, ვაქცინაციის ტემპიც და პროტოკოლების შესრულების დონეც საკმარისია, თუმცა რა თქმა უნდა, გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება და ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. ველოდებით, რომ ტურიზმის აღდგენა მაღალ დონეზე იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.