ტურიზმი
28/06/2021
ნათია თურნავა: Fly Dubai-მ ბათუმის აეროპორტში რეგულარული ფრენები განაახლა
ნათია თურნავა საქართველოს ავიაბაზარზე კომპანიების დაბრუნებაზე აცხადებს.
„სულ უფრო მეტი ავიაკომპანია გვიბრუნდება საქართველოში. მათ, ვინც დაფრინავდნენ კოვიდ-პანდემიამდე, ახალი ავიაკომპანიები ემატება. ავიაკომპანია Fly Dubai-m ასევე განაახლა რეგულარული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, რაც ძალიან კარგი ფაქტია," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
25 ივნისიდან Fly Dubai-მ ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით ფრენები განაახლა.
დღეის მდომარეობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 19 ავიაკომპანია, 10 ქვეყნიდან, დაახლოებით 110-115 სიხშირით კვირაში.