ტურიზმი
15/06/2020

ნათია თურნავა ელჩებს: ესტუმრეთ საქართველოს კურორტებს

ეკონომიკის მინისტრი საქართველოში დიპკორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს კუროტებზე დასვენებისკენ მოუწოდებს. მინისტრი ელჩების გარდა საქართველოს კურორტებზე დასვენებას ურჩევს ქვეყნის მოქალაქეებსაც.

„აქტიურად ესტუმროთ საქართველოს კურორტებს, ჩვენს შესანიშნავ სასტუმროებს და მოინახულოთ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული," -  განაცხადა ნათია თურნავამ ყვარელში, დიპლომატებთან შეხვედრაზე.

მინისტრმა აღნშნა, რომ ეს არა მხოლოდ უქმეების სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობაა, არამედტურისტული ინდუსტრიისთვის გვერდში დგომის, თანადგომის აქტია.

მისივე თქმით, დილიდან უკვე არის სასიხარულო ცნობები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა რეგიონებში სასტუმროები, პრაქტიკულად, დატვირთულია.

მინისტრის განმარტებით, ეს იძლევა დიდ იმედს, რომ საქართველოს ტურისტული ინდუსტრია უფრო ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან და დაძლევს ამ გამოწვევას.

Businesspartner