ტურიზმი
22/02/2023

ნატალია კვაჭანტირაძე: ITB წლის გამოფენად ითვლება, აქ მოხვედრა პრივილეგიაა

ITB  ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ბერლინში დაგეგმილი ღონისძიებების დეტალებს გაეცნენ.  აქტივობების შესახებ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ისაუბრეს. შეხვედრის დეტალებზე საუბრობს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე.

 „სიღრმისეულად განვიხილავთ იმ მარკეტინგულ აქტივობებს რაც ბერლინში გველოდება. ITB 2023 მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელიც წლის გამოფენად ითვლება და აქ მოხვედრა კერძო სექტორის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის პრივილეგიაა.  შესაბამისად დაინტერესებული მხარეების ჩართულობა  იზრდება არამარტო ვიზიტორების ჭრილში, არამედ იზრდება ხელშეკრულებების გაფორმება პარტნიორებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნის მიმართულებით“-განაცხადა ნატალია კვაჭანტირაძემ.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით ტურიზმის  ინდუსტრია აქტიურად ემზადება როგორც ასოციაციის, ასევე კერძო სექტორის წევრების სახით, რომ ITB-ის გამოფენის ფარგლებში სტუმრებს  პოზიტიური განწყობით დახვდნენ.

საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენის ITB  2023-ის მასპინძელი ქვეყანაა.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენაზე  80-მდე კომპანიასთან ერთად წარდგება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023