ტურიზმი
27/07/2020

მწვანე კონცხზე 5 ვარსკვლავიანი Luxury Collection-ის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება

მწვანე კონცხზე 5 ვარსკვლავიანი Marriott Brand,Luxury Collection კომპლექსის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება, - განუცხადეს „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის განმახორციელებელ თანაინვესტირების ფონდის შემადგენლობაში არსებულ „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში“.

პროექტის ჯამური ღირებულება 70 მლნ დოლარია.

მათი ინფორმაციით, გამაჯანსაღებელი კომპლექსის კონცეფცია სრულ ჰარმონიაში იქნება 1892 წელს დაფუძნებულ ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან. 

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინფორმაციით, კომპლექსი ორი ნაწილისაგან შედგება, სასტუმრო ბინები და სასტუმრო. ამ ეტაპზე სასტუმრო ბინების რკინაბეტონის სამუშაოებია დასრულებული და მიმდინარეობს სასტუმროს შენობის საძირკვლის სამუშაოები.

ფონდის ინფორმაციით, 120 ნომრიან სასტუმროში განთავსდება სპა, აუზი, ფიტნეს ცენტრი, რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები, საბავშვო - სარეკრიაციო ზონა და დამატებითი სივრცეები ბიზნეს შეხვედრებისა და კონფერენციებისათვის.  

 

Businesspartner