ტურიზმი
03/11/2020

მტირალას ეროვნულმა პარკმა საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკის ტიტული მოიპოვა

მტირალას ეროვნულმა პარკმა, მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ, 2020 წლის World Travel Awards-ის რიგით 27-ე დაჯილდოებაზე, „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020“-ის ტიტული მოიპოვა.

მტირალას ეროვნული პარკი 13 წლის წინ შეიქმნა და უნიკალური ტყითა და ბუჩქნარითაა დაფარული.

ეროვნული პარკი ვიზიტორებს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს სთავაზობს. გარემოს

დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მტირალას ეროვნულ პარკში, ვიზიტორების რაოდენობა წლიდან წლამდე მკვეთრად იზრდება

Businesspartner