ტურიზმი
25/02/2023

"მსოფლიო ჩემპიონატი ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებს"

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანში ადგილზე პირადად გაეცნო იმ ინფრასტრუქტურას, რომლითაც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეული მასპინძლობა უზრუნველყო. ჩვენი გუნდი მიმდინარე პროცესებს ძალიან წარმატებით უძღვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტ იოჰან ელიაშთან ბაკურიანში შეხვედრის შემდეგ.

მაღალი რანგის სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობას დაესწრო. საპატიო სტუმარს ჩემპიონატის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო, კონკრეტულად კი ბაკურიანი, ჩემპიონატის დღეებში საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშაა, რაც, საბოლოო ჯამში, აძლიერებს ქვეყნის, როგორც განვითარებული სამთო ტურისტული მიმართულების ბრენდს, მის პოზიციონირებას და ზრდის ცნობადობას. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ახალ ეტაპზე გადაიყვანს სრულიად საქართველოს, მათ შორის, ბაკურიანს და ყველა სხვა სამთო სათხილამურო კურორტს საქართველოში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023