ტურიზმი
28/09/2021

მრგვალი მაგიდა - "ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის"

29 სექტემბერს, 13:00 საათზე ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით, გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე „ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის“. მედიის წარმომადგენლების დასწრება თავისუფალია (სასტუმრო „რუმს თბილისი“, მის: ჭოველიძის #10).

შეხვედრის მიზანია თემის ირგვლივ სამუშაო ფორმატში მსჯელობა, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების გამოვლენა და ტურისტული ნაკადების ზრდისთვის საჭირო სამომავლო აქტივობების განსაზღვრა. ღონისძიებაზე ასევე მოხდება ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებისა და „თიბისი კაპიტალის“ 2006-2020 წლების ერთობლივი კვლევის შედეგების განხილვა, რაც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით სამომავლო ქმედებების ეფექტიანად განსაზღვრისა და დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა.

ადგილზე ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ტურიზმის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. არსებული კოვიდრეგულციებიდან გამომდინარე შეხვედრის პანელი შედგება წინასწარ განსაზღვრული სტუმრებისგან.

ღონისძიების პანელისტები არიან:

Policy and Management Consulting Group - PMCG, ოთარ ანთია,

Policy and Management Consulting Group - PMCG ვანო ვაშაყმაძე

Kazakh-Georgian Economic Union, გიორგი ჯახუტაშვილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration, თამარ კორიაული

Air Astana, კამილა ჟაილაუბაევა

Silk Road Group, გიორგი მარრი

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance, შალვა ხეცურიანი

Sairme Hotels & Resorts / კურორტი საირმე, ბაჩანა შელია

Check-in Travel, ია გედევანიშვილი

Spend 4 Seasons in Georgia, ქეთა გოლეთიანი

WeHost, ნიკა ანჯაფარიძე

ონლაინ მონაწილეობის მიღება შეუძლია აღნიშნული ბაზრის განვითარებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს

https://bit.ly/3AL659M

Webinar ID: 861 9422 2167

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით მარტში დაფუძნდა. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური ინვესტიციების მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას ასევე შეუერთნდნენ ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით ჯამში 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ამოცანაა: იზრუნოს კონკრეტული ინდუსტრიული ჯგუფების სპეციალურ საჭიროებებზე, უზრუნველყოს მათი ინტერესების ადვოკატირება სახელმწიფოსთან, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებას, დააკავშიროს წევრები ლოკალურ და საერთაშორისო კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიებს, სამოქალაქო საზოგადოებას და მთავრობას, დაეხმაროს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაში.