მოგზაურობა ზღვაზე და დასვენება აგარაკზე - როგორ ურჩევნია საქართველოს მოსახლეობას ზაფხულის არდადეგების გატარება
- საქართველოში დასვენების საყვარელ ფორმატებს შორისაა - დასვენება აგარაკზე და მოგზაურობა ზღვაზე
- გამოკითხულთა 73% ყველაზე ხშირად არდადეგებს ოჯახთან ერთად ატარებს
- გამოკითხულთა ორი მესამედი შვებულების დროს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობს შეტყობინებებისა და ზარების საშუალებით
უწყვეტი ინვესტიციებით ძირითადი ფუნქციების გაუმჯობესებაში, Rakuten Viber, პოპულარული საკომუნიკაციო აპლიკაცია მთელს მსოფლიოში, სწრაფად ითვისებს სუპერაპლიკაციების ტერიტორიას და მომხმარებლებს სასარგებლო სერვისებსა და ფუნქციებს სთავაზობს.
საზაფხულო დასვენების გეგმებთან დაკავშირებით, მესენჯერმა “Viber საქართველო“-ს არხზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა, სადაც მონაწილეობა 3 ათასზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო. კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობა - 26%, ჩვეულებრივ, აგარაკზე ამჯობინებს ზაფხულის დასვენებას, დაახლოებით ამდენივე ადამიანი - 25%, ზაფხულის არდადეგებს ზღვისპირეთში ატარებს. რაც შეეხება დანარჩენ მომხმარებლებს, გამოკითხულთა 22% სახლში დასვენებას ამჯობინებს, 11% საქართველოს ფარგლებში მოგზაურობს, ხოლო 6% - საზღვარგარეთ ატარებს საზაფხულო არდადეგებს.
გამოკითხვის ფარგლებში გამოკითხულთა 73%-მა თქვა, რომ დასვენების დღეებს, ჩვეულებრივ, ოჯახთან ერთად ატარებს, 11%-ს კი, წყვილთან ერთად დასვენება ურჩევნია. რაც შეეხებათ დანარჩენენ რესპონდენტებს, ისინი ან მეგობრებთან ერთად ატარებენ შვებულებას ან მარტო.
Viber Messenger ეხმარება მომხმარებლებს მოემზადონ ზაფხულის სეზონისთვის და აზიარებს სასარგებლო გადაწყვეტილებებს ყველასთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა, ეწევა ბიზნესს რამდენიმე ბაზარზე და ასევე სურს ოჯახთან ურთიერთობა. გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 76% მოგზაურობისას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობს შეტყობინებებითა და ზარებით.
უფასო შეტყობინებების გაგზავნისა და დარეკვის შესაძლებლობის გარდა, Viber-ს აქვს დამატებითი ფუნქციების ფართო სპექტრი, რომელიც დაგეხმარებათ თარგმნოთ შეტყობინებები სხვადასხვა ენიდან, დარეკოთ მობილურ ტელეფონზე საზღვარგარეთ და გახადოთ თქვენი დასვენება კიდევ უფრო კომფორტული და სასიამოვნო.
Out ზარები Viber-ზე. Viber მესენჯერის ფასიანი Out ზარების ფუნქცია საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ზარები მთელ მსოფლიოში პირდაპირ Viber აპლიკაციიდან ნებისმიერ სტაციონარულ ან მობილურ ტელეფონის ნომერზე, მაშინაც კი, თუ ეს კონტაქტი არ არის რეგისტრირებული Viber-ში. ზარი ხორციელდება Viber-ის აპლიკაციიდან და მიიღება ჩვეულებრივი სატელეფონო ზარის მსგავსად. თქვენ მხოლოდ უნდა შეავსოთ თქვენი Viber-ის ბალანსი ან შეიძინოთ გეგმა, რომელიც გთავაზობთ დარეკვის მრავალფეროვან ვარიანტს, ასევე სტაბილურ ინტერნეტ კავშირს.
შეტყობინების ტექსტის მყისიერი თარგმანი. მესენჯერს აქვს ჩატში შეტყობინებების თარჯიმანი. ამ ფუნქციის წყალობით, მომხმარებლებს არ სჭირდებათ სხვა აპლიკაციებში ან სპეციალიზებულ საიტებზე გადასვლა - მათ შეუძლიათ წერილის თარგმნა მიმოწერის ფანჯარაში. ჩატში ნებისმიერი შეტყობინების თარგმნისთვის, თქვენ უნდა დააჭიროთ მესიჯს. შემდეგ, ფანჯარაში, რომელიც გაიხსნება, აირჩიეთ "Translate" და ტექსტი თქვენს მიერ არჩეულ ენაზე დაუყოვნებლივ გამოჩნდება ორიგინალური შეტყობინების ქვეშ. ენა მარტივად შეიძლება შეიცვალოს პარამეტრებში.
ჩატი "ჩემი შენიშვნები" და შეხსენებები მასში. Viber-ში "ჩემი შენიშვნები" ოფცია შეიძლება გამოვიყენოთ როგორც შეტყობინებების მონახაზი, მნიშვნელოვანი ბმულების და ფაილების საცავი - ისინი ყოველთვის თქვენს ხელთ იქნება. ასევე შეგიძლიათ მასში მნიშვნელოვანი შეხსენებები და შენიშვნები დატოვოთ, რათა სამოგზაუროდ წასვლისას არაფერი დაგავიწყდეთ. იმისათვის, რომ დატოვოთ შეხსენება, თქვენ უნდა დააჭიროთ ნებისმიერ შეტყობინებას "ჩემ შენიშვნებში" და აირჩიეთ "Set Reminder". ამის შემდეგ მომხმარებელმა უნდა განსაზღვროს მესენჯერიდან შეხსენების დრო და თარიღი, ასევე მისი განმეორების აქტუალობა.
AR ნიღბები და რეალური გამოსახულების ფილტრები. ეს დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი კომუნიკაცია და გაალამაზოთ თქვენი შვებულება. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ ფოტოები და ვიდეო „სპეციალური ეფექტებით“ და შემდეგ გაუგზავნოთ ისინი კონტაქტებს Viber-ში ან შეინახოთ ისინი თქვენს მოწყობილობაში. საქართველოს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი ადგილობრივი ფილტრები და ნიღბები.
ასევე, ზაფხულის სეზონის დასაწყისისთვის Viber-ში ხელმისაწვდომი გახდა თემატური საზაფხულო სტიკერების ნაკრები, რომელიც აუცილებლად დაეხმარება მომხმარებლებს კომუნიკაციის მრავალფეროვნებასა და ემოციების გაზიარებაში.
Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.