ტურიზმი
11/07/2023

"m&i-ის ფორუმის საშუალებით ჩვენ კლიენტებს საქართველოს გავაცნობთ" - ოდეტე ამავი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გლობალურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებაში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი 60-მდე გაყიდვების კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში მსხვილი ღონისძიებების გამართვით არიან დაინტერესებულები.

„მე ღონისძიების დაგეგმვის კომპანიას წარმოვადგენ იტალიიდან და საფრანგეთიდან. m&i-ის ფორუმის  საშუალებით როგორც იქნა აღმოვაჩინეთ ძალიან საინტერესო მიმართულება, საქართველო ნამდვილად გამორჩეულია და დიდი პოტენციალი აქვს.  ჩვენს კლიენტებს ღონისძიებების დაგეგმვისას ვთავაზობთ ტრადიციულ მიმართულებებს: იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, თუმცა ამ ფორუმის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ საქართველო და კლიენტებს ახალი საინტერესო მიმართულება შევთავაზოთ და გავაცნოთ.“,-აცხადებს ფორუმის მონაწილე ოდეტე ამავი. 

საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.

m&i-ის ფორუმის  მიზანია  საქართველოში მსხვილი  საერთაშორისო კონფერენციების,  ფორუმების, კონგრესების ჩატარება.