ტურიზმი
15/02/2022

მედეა ჯანიაშვილი: ტურიზმის სექტორში იანვარი პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს

საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი რამდენიმე ფაქტორით ხსნის.

მედეა ჯანიშავილი განმარტავს, რომ ტურიზმის მნიშნელოვანი აღდგენა უკავშირდება საზღვარზე რეგულაციების შემსუბუქებას, საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას და იანვარში გაზრდილია როგორც ტურისტების რაოდენობა, ასევე საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები.  

„ეს შედეგი კიდევ ერთი საშუალებაა, რომ გვქონდეს ძალიან პოზიტიური მოლოდინი, რომ 2022 წელს შევძლოთ სწრაფად და მდგრადად აღვადგინოთ ტურიზმის სექტორი,“ - აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3%  აღდგენაა. 2021 წლის იანვრის თვესთან  შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 103,6 მლნ (+1 007%)  დოლარით.