ტურიზმი
05/04/2022
მარტვილის კანიონზე ვიზიტორებს ზიპლაინი მოემსახურება
მარტივილის კანიონი სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება.
კანიონზე უკვე მოეწყო ზიპ-ლაინი, რომელიც ექსპლუატაციაში უახლოეს პერიოდში შევა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხმავლო ხიდსაც.
დაცულ ტერიტორიაზე ამ დროისთვის 3D განათების სისტემების მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ვიზიტორები კანიონის საღამოს საათებში დათვალიერებასაც შეძლებენ.
ბუნების ძეგლზე მოქმედებს ვიზიტორთა ცენტრი, მოწყობილია ბილიკები და გადასახედები, განახლებულია დადიანების ისტორიული ბილიკიც.
მარტვილის კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა, ეკოტურიზმის განვითარება აქ 2016 წლიდან დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში 800 000-ზე მეტი ტურისტი ესტუმრა, ინფრასტრუქტურის განახლებაზე კი 1.8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.