"მადლობა თითოეულ ქართველს, რომელიც მუშაობს, რათა ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მსოფლიოში"
ძვირფასო, ირაკლი, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ამ ისტორიული დღისთვის, თქვენი ძალისხმევისთვის და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ქართველს, რომელიც მუშაობს, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმოდგენელი მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ზურაბ პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ ქვეყანას წარმოადგენს და ტურისტული გამოფენის ნახვის შემდეგ, ყველა დაინახავს, რატომ არის ის ასეთი ამაყი იმის გამო, რომ ქართველია.
„ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩემი სამშობლოს, საქართველოს პარტნიორობით ტარდება. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ღონისძიებაზე და ვულოცავ ამ ისტორიულ მიღწევას. ძვირფასო, ირაკლი, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ამ დიდი, ისტორიული დღისთვის, თქვენი ძალისხმევისთვის და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ ქართველს, რომელიც ჩამობრძანდა, რამდენიმე დღეა აქ მუშაობენ, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმომადგენელი მთელ მსოფლიოში. მიხარია, რომ ჩემი ქვეყნის საუკეთესო ნიმუშები იქნება წარმოდგენილი. ვიცი, რომ თქვენ დაინახავთ, რატომ ვარ ასეთი ამაყი, რომ ქართველი ვარ. მე წარმოვადგენ ამ პატარა ქვეყანას, მაგრამ ძალიან საყვარელ, ძალიან ლამაზ ქვეყანას", - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.