ტურიზმი
01/03/2023

"მაჩვენებლები, რაც ტურიზმის აღდგენაში ფიქსირდება, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობის შედეგია"

„ყოველთვის აქტიურად დავუჭერთ მხარს ისეთ ინიციატივას, რომელიც ემსახურება ჩვენი ტურიზმის სექტორში მოღვაწე კომპანიების დაფასებას“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც, კერძო სექტორის ინიციატივით, Welcome to Georgia-ს სახელწოდებით 2015 წლიდან იმართება და ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე ლიდერებს აერთიანებს.

დაჯილდოების მერვე ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის მაჩვენებლები, რაც ტურიზმში ფიქსირდება პანდემიის პერიოდის გავლის შემდეგ, სწორედ კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი, სწორი მუშაობის შედეგია.

„ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა ტურიზმის სექტორს პანდემიის გამო და  სასიხარულოა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და ტურიზმის აღდგენის დინამიკა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. 

აღსანიშნია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რვა პროცენტით გავაუმჯობესეთ იმასთან მიმართებაში, რაც გვქონდა 2019 წელს და მივიღეთ 3.5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი. ეს, რა თქმა უნდა, არის ნამდვილად სწორი და ერთობლივი სამუშაო პროცესის შედეგი და მნიშვნელოვანია, კერძო სექტორს გადავუხადოთ მადლობა და კიდევ უფრო აქტიურად  გავაგრძელოთ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის სასიკეთოდ“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023