ტურიზმი
08/07/2020

Lufthansa მიუნხენი-თბილისის მიმართულებით ფრენებს აგვისტოდან განაახლებს

ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც საქართველომ საზღვარი გახსნა, ავიამიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენაზე საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, კომპანია მიუნხენის მიმართულებით აგვისტოდან კვირაში 2 რეისს შეასრულებს.

მთავრობა მუშაობს ასევე ფრენების განახლებაზე AirBaltic-სა და AirFrance-თან.

შეგახსნებთ, რომ საქართველომ საზღვარი გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიტუვას და ესტონეთს გაუხსნა.

Businesspartner