ტურიზმი
16/05/2022
ლევან დავითაშვილი: ტურისტული დარგი ახლებურად ყალიბდება
ლევან დავითაშვილი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად რამდენიმე საკითხზე მუშაობს.
"ტურისტული დარგი ახლებურად ყალიბდება. კერძოდ, ტურიზმში მაღალშემოსავლიანი უფრო გრძელვადიანი ვიზიტების რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, შემოსავლების უკეთესი აღდგენა ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ წლის ბოლომდე დაგეგმილი ეკონომიკური მონაცემები შევასრულოთ. მათ შორის, ტურიზმის თვალსაზრისით.
იმედის მომცემია ის დაინტერესება, რომელიც საქართველოს მიმართულებითაა. მაისში 400-მდე ფრენა იეგეგმება სხვადასხვა მიმართულებიდან. საქართველოს თავისი მიზიდულობა აქვს. ამ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება ტურიზმთან დაკავშირებით",- განაცხადა დავითაშვილმა.