ტურიზმი
06/03/2023

ლევან დავითაშვილი: ITB ბერლინის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ჩვენი სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგია

მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე, 1000-ზე მეტ კვადრატულ მეტრზე მოწყობილი ლოკაციები, მათ შორის საქართველოს მთავარი სტენდი ბერლინის გამოფენის მთავარ პავილიონში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  დაათვალიერა.

ლევან დავითაშვილთან ერთად ქართულ ლოკაციებზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იმყოფებოდნენ.

გამოფენის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ყველა სამზადისი თითქმის დასრულებულია  და საქართველო მზად არის, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ღირსეულად წარდგეს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის 200 ათასამდე ვიზიტორის წინაშე.

ლევან დავითაშვილის შეფასებით,  მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძლის სტატუსი საქართველოს „აითიბი ბერლინთან“ და საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებასთან   სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგია.

„ეს არ იყო რიგითი გადაწყვეტილება ანუ საქართველოს რიგითობით კი არ მოუწია მასპინძლობის სტატუსის მიღება, არამედ ეს არის როგორც  „აითიბი ბერლინთან,“ ისე საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებასთან   სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგი. ზოგადად, პროგრესი, რომელიც საქართველოში ტურიზმის მიმართულებით არსებობს, იყო  ძალიან საინტერესო და საბოლოოდ, ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც საქართველოზე შეჩერდა ყურადღება,  იყო ალბათ ყველაზე ორიგინალური,  კრეატიული და საინტერესო შეთავაზება, რადგან ჩვენი კონკურენტი ქვეყნები ფინანსური რესურსებითაც და ამბიციებითაც საკმაოდ გამოირჩეოდნენ“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის შეფასებით, ITB ბერლინი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ტურიზმის ინდუსტრიაში კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

„საქართველოსთვის განსაკუთრებულია 2023 წელს იყოს ამ ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა, რადგან პანდემიის შემდეგ ის ტრადიციულ ფორმატში პირველად იმართება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას,  ამ გამოფენის მასპინძლობით ჩვენ ხმამაღალ განაცხადს ვაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ამბიცია გვაქვს, ვიყოთ წარმატებული ტურისტული ქვეყანა“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022