ტურიზმი
04/08/2022

ქუთაისსა და პარიზს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა

ქუთაისსა და პარიზს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა.

ქუთაისის აეროპორტიდან პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეისი ავიაკომპანია Wizz Air-მა AIRBUS A320 ტიპის ხომალდით შეასრულა. ქუთაისიდან საფრანგეთის დედაქალაქში 154 მგზავრი გაფრინდა.

ქუთაისი-პარიზი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ამ ეტაპზე, Wizz Air კვირაში ერთხელ იფრენს.

1-ლი აგვისტოდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-მა მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა. შედეგად ფრენის სიხშირეები გაიზარდა ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.

2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255,310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.