ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში VIP Lounge-ის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ინტერესთა გამოხატვით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში VIP Lounge-ის სივრცე მოაწყოს ან/და ოპერირება განახორციელოს.
გაერთიანების ინფორმაცით, VIP Lounge უნდა განთავსდეს გაფრენის დარბაზში (სარეჟიმო ტერიტორია) პირველ და მეორე სართულზე მდებარე დაახლოებით 270 კვ. მეტრ ფართში.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები ბიზნეს მოდელის თაობაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას თანამშრომლობას შესთავაზებენ, არაუგვიანეს 2023 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგნინ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება); განცხადების წარმოდგენა ასევე დასაშვებია ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge