ტურიზმი
02/02/2022

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Meama Collect გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Meama Collect-ი გაიხსნა.

განსხვავებული კონცეფციის Meama Collect-ის დიზაინი და სპეციფიკა საგანგებოდ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტისთვის შეიქმნა.

,,მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი წარმატებული ქართული ბრენდი შემოვიდა. მეამა ქოლექთის take away კონცეფციის ობიექტი მგზავრებს სთავაზობს ყავისა და ჩაის მრავალფეროვან არჩევანსა თუ სხვადასხვა არომატულ კოქტეილს. ომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირველია საქართველოში არსებულ აეროპორტებს შორის, სადაც ოპერირება მეამას ბრენდმა დაიწყო. მეამას გრაფიკული ფორმებითა და ფერებით  გაფორმებული Meama Collect-ის ობიექტზე 10-მდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ჩვენს მგზავრებს სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს შეუქმნიან,“ - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ ლევან ცხადაძემ ობიექტის დათვალიერებისას.

„მეამას“ გენერალურმა დირექტორმა ლუკა კაპანაძის თქმით, მოგზაურებს შესაძლებლობა აქვთ ობიექტში „მეამას“ ყავისა და ჩაის მრავალფეროვანი არჩევანიდან სასურველი გემოები, ასევე მეამას კაფსულაზე დაფუძნებული უნიკალური გემოების  სხვადასხვა არომატული კოქტეილი დააგემოვნონ. „მეამა ქოლექთის“ 16 ობიექტი ფუნქციონირებს უკვე თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის მასშტაბით“, - აცხადებს ლუკა კაპანაძე.

Meama Collect-ს საქართველოს მასშტაბით 16 ობიექტს ფლობს. მათ შორის ქუთაისში 2 ობიექტსა და ერთ მეამას სივრცეს.